Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი, მათ შორის ბევრი ბავშვი


წითელი ჯვრისა და ადგილობრივი მედიკოსების ცნობით, იემენში საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი, მათ შორის ბევრი ბავშვი. ავიაიერიში 9 აგვისტოს განახორციელა საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანახმად, ერთ-ერთი დარტყმა მიმართული იყო ავტობუსისაკენ, რომელშიც ბავშვები ისხდნენ. ამავე წყაროს ცნობით, ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს ათობით დაღუპული და დაჭრილი. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია იემენში ებრძვის შიიტ მეამბოხეებს - ჰუთიტებს, რომლებიც ირანის მხარდაჭერით სარგებლობენ. კოალიცია აცხადებს, რომ ავიადარტყმები მიმართული იყო ნაღმსატყორცნების წინააღმდეგ და რომ ჰუთიტებმა ცოცხალ ფარად გამოიყენეს ბავშვები. ცნობებში არ არის ნათქვამი, რამდენი ბავშვი დაიღუპა და რამდენიმე ავიადარტყმა განხორციელდა თავდასხმისას, რომელიც მოეწყო ჩრდილოეთ იემენში, საუდის არაბეთის საზღვრის მახლობლად. ჰუთიტი მეამბოხეების ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაიღუპა, სულ ცოტა, 43 დაიჭრა 61 ადამიანი.

XS
SM
MD
LG