Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საუდის არაბეთის მხარესაა უფლებადამცველების გამო კანადასთან დავაში


რუსეთი საუდის არაბეთს ემხრობა კანადასთან დავაში, რომელიც მოჰყვა კანადის მოწოდებას ამ არაბული სახელმწიფოსადმი, გაათავისუფლოს უფლებადამცველი აქტივისტები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ 8 აგვისტოს თქვა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა საჭიროა, მაგრამ ეროვნული წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების გათვალისწინებით. ამ კვირაში საუდის არაბეთმა შეაჩერა კანადასთან ვაჭრობა და გააძევა კანადის ელჩი, რახან კანადამ მას საჯაროდ მოუწოდა ქალთა უფლებების დამცველთა პატიმრობიდან გათავისუფლებისაკენ. საუდის არაბეთი სხვა სანქციების მიღებასაც აპირებს - მაგალითად, ტორონტოში ფრენის გაუქმებას და კანადაში სასწავლებლად მყოფი 15 ათასამდე საუდელი სტუდენტის სამშობლოში დაბრუნებას. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ 8 აგვისტოს გამოაცხადა, რომ, რიადის მოთხოვნის მიუხედავად, ოტავა არც ბოდიშს მოიხდის და არც უარს იტყვის ადამიანის უფლებების დარღვევის კრიტიკაზე. იმავე დღეს ზახაროვამ თქვა, რომ მოსკოვს დუშვებლად მიაჩნია „ადამიანის უფლებების საკითხის პოლიტიზება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG