Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის არმიამ ამერიკული ავიაციის დახმარებით მოიგერია თალიბების მძლავრი თავდასხმა


ასობით თალიბი მებრძოლი მონაწილებოდა ღაზნის პროვინციის დედაქალაქზე განხორციელებულფართომასტაბიან შეტევაში, რომლის დროსაც სულ მცირე 14 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა, 20 - კი დაიჭრა. ავღანეთისა და ამერიკის სარდლობების ცნობებით, ქალაქ ღაზნიზე შეტევა დილის საათებში დაიწყო ერთბაშად რამდენიმე მიმართულებით. პირველი იერიშების მოგერიება დედაქალაქის პოლციის ძალებს მოუწიათ, მალე მათ წამოეშველა ავღანეთის არმია, რომელსაც საავიაციო დახმარებას უწევდა აშშ-ის სამხედრო ავიაცია. იუწყებიან, რომ კონტრშეტევის დროს დაიღუპა ასამდე ექსტრემისტი. იერიშის მოგერიების შემდეგ პოლიციის რაზმებმა დაიწყეს თითოეული სახლის ჩხრეკვა ქალაქში მიმობნეული თალიბი მებრძოლების გამოსავლენად. გამოძიება ასევე სწავლობს იმას, თუ როგორ მოხერხა ამდენმა შეიარაღებულმა ადამიანმა ქალაქის სიღრმეში ასე იოლად შეღწევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG