Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერმა წვიმამ აჭარაში მეწყრული პროცესი გაააქტიურა


დატბორილი საცხოვრებელი სახლი ბათუმში. 2018 წლის 10 აგვისტო
დატბორილი საცხოვრებელი სახლი ბათუმში. 2018 წლის 10 აგვისტო

ძლიერმა წვიმამ დააზარალა ქალაქი ბათუმი და ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმში ძირითადად დაიტბორა ანდრონიკაშვილის, ოსტროვის, კომახიძის და სააკაძის ქუჩები, საიდანაც წყალი ამოიტუმბა და იწმინდება სანიაღვრე არხები.

უხვმა ნალექმა ყველაზე მეტი პრობლემა შეუქმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა რამდენიმე საცხოვრებელ სახლთან და სოფლების, ჩაქვისთავისა და გორგაძეების გზაზე. მეწყერი ჩამოწვა ხელვაჩაურს მუნიციპალიეტის სოფელ კაპრეშუმიდან აგარის მიმართულებითაც. მიწის მასით ჩახერგილი გზის გასაწმენდად საგზაო დეპარტამენტმა სპეციალური ტექნიკა გაგზავნა. მდინარის ადიდების შედეგად სოფელ მახინჯაურში დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. დატბორვის გამო, მოძრაობა მცირე ხნით შეიზღუდა მახინჯაურის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. აჭარის მთავრობის ცნობითვე, სტაბილური ვითარებაა ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში. საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის. რეგიონში საგანგებო რეჟიმით მუშაობენ სტიქიასთან ბრძოლის შტაბები.

XS
SM
MD
LG