Accessibility links

რუს ბიზნესმენზე თავდასხმა მოხდა ბიშკეკში


ერთ-ერთი რუსი ბიზნესმენი აღმოჩნდა სამინზე ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში 10 ავისტოს მომხდარი აფეთქებისა. პოლიციამ აფეთქების შესახებ შეტყობინება ქალაქის ცენტრში მცხოვრები მოქალაქეებისაგან მიიღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, სავარაუდოდ რუსი ბიზნესმენი ალექსანდრ ჰაიდუკოვი იყო აფეთქების სამიზნე და თავდამსხმელს მისი შეშინება უნდოდა. უსაფრთხოების კამერის მიერ გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ფეთქდება შენობის კედელი იმ დროს, როცა სამი კაცი მანქანიდან გადმოდის და შენობის კიბეზე ადის. ბიშკეკის ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. აფეთქების შემდეგ ჰაიდუკოვი, რომელმაც მცირე დაზიანებები მიიღო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინცინდენტი ადგილი ალყაშემორტმულია სამართალდამცველებით. აღსანიშნავია, რომ იმავე ადგილზე 2016 წელს ჰაიდუკოვს ორჯერ ესროლეს, თუმცა თავდამხმელს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიაგნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG