Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი დაახლოებით 6 თეთრით გაუფასურდა


საქართველოს ეროვნული ბანკმა 10 აგვისტოს, საღამოს გამოაქვეყნა ახალი, ოფიციალური გაცვლითი კურსი, რომელიც ძალაში შევა 11 აგვისტოს. ახალი კურსით ერთი ამერიკული დოლარი 2,53 თეთრი ღირს, რაც დაახლოებით 6 თეთრით მეტია 10 აგვისტოს ოფიციალურ გაცვლით კურსთან შედარებით.

10 აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარი და 46 თეთრი ღირს.

კერძო ბანკებსა და დოლარის გადამცვლელ ჯიხურებში ამერიკული დოლარის ფასი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურსთან შედარებით რამდენიმე თეთრით მაღალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG