Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მედიის თანახმად, პუტინს „აბსულუტურად უკანონოდ“ მიაჩნია აშშ-ის ახალი სანქციები


2018 წლის 10 აგვისტო: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უშიშროების საბჭოს სხდომაზე ნოვო ოგარიოვოს რეზიდენციაში
2018 წლის 10 აგვისტო: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უშიშროების საბჭოს სხდომაზე ნოვო ოგარიოვოს რეზიდენციაში

რუსეთის საინფორმაციო საშუალებების თანახმად, კრემლის პრეზიდენტმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „აბსოლუტურად უკანონოდ“ მიაჩნია აშშ-ის ახალი სანქციები. როგორც პესკოვმა თქვა, პუტინმა და რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებმა 10 აგვისტოს იმსჯელეს „ვაშინგტონის შესაძლო ახალ არამეგობრულ ნაბიჯებზე“ და ყურადღება გაამახვილეს "საერთაშორისო სამართლით, ასეთი ქმედების სრულ უკანონობაზე“. მანამდე პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა კამჩატკის ნახევარკუნძულზე ვიზიტისას „ეკონომიკური ომის გამოცხადება“ უწოდა ახალ სანქციებს და დასძინა, რომ მოსკოვი გადადგამს საპასუხო ნაბიჯებს „ეკონომიკურად, პოლიტიკურად, და, თუ საჭიროა, სხვა ზომებით“, თუ აშშ აკრძალვას დაუწესებს რუსეთის ბანკებს, ან მათ მიერ კონკრეტული ვალუტის გამოყენებას. მედვედევის ეს, მკვეთრი გამოხმაურება მოჰყვა აშშ-ის განცხადებას ახალი სანქციების შესახებ და ამერიკელი კანონმდებლების წინადადებას, რომ შეზღუდვები იქნეს შემოღებული რუსეთის რამდენიმე სახელმწიფო ბანკის წინააღმდეგ და შეიზღუდოს მათ მიერ ამერიკული დოლარის გამოყენება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG