Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: ხუთი ქვეყანა ხელს მოაწერს კონვენციას კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ


კრემლის განცხადებით, კასპიის ზღვის მიმდებარე ხუთი ქვეყნის ლიდერები 12 აგვისტოს ხელს მოაწერენ კონვენციას კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსზე. სამიტი გაიმართება ყაზახეთის საპორტო ქალაქ აქტაუში და მის მთავარ მოვლენად მიჩნეულია სწორედ ხელმოწერა კონვენციაზე, რომელიც განსაზღვრავს კასპიის ზღვის ბუნებრივი რესურსების განაწილების წესებს. კრემლის ვებსაიტზე 10 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები. ბუნებრივი რესურსებით მდიდარი კასპიის ზღვის განაწილების სადავო საკითხზე 20 წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა მოლაპარაკება. შეთანხმების პროექტით, რომელიც ივნისში ცოტა ხნით გამოქვეყნდა რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვებსაიტზე, ხუთი ქვეყანა, სავაარაუდოდ, შეთანხმდება, რომ კასპიის ზღვა არის ზღვა და არა ტბა. მსოფლიოს ამ, უდიდესი გაუდინარი წყალსატევის ტბად გამოცხადების შემთხვევაში, მის რესურსებს ხუთივე მიმდებარე ქვეყანა თანაბრად გაიყოფდა. ხოლო ზღვად შეფასება ნიშნავს, რომ თითოეული ქვეყნის წილი განისაზღვრება მისი ნაპირების საზღვრებიდან ტბის გარკვეულ პუნქტამდე წარმოსახვითი ხაზების გავლებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG