Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული რუბლის კურსი ვარდნას განაგრძობს აშშ-ის ახალი სანქციების ფონზე


რუსული რუბლის კურსი ვარდნას განაგრძობს, რის ფონსაც ქმნის აშშ-ის განცხადება მოსკოვის წინააღმდეგ დაგეგმილი ახალი სანქციების შესახებ. სანქციები 22 აგვისტოს ამოქმედდება. ხოლო 11 აგვისტოს დილას ერთი დოლარის ფასმა მოსკოვის ბირჟაზე ბოლო ორ წელიწადში პირველად გადააჭარბა 67 რუბლს, თუმცა მოგვიანებით ოდნავ შემცირდა. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა დოლარის კურსი განსაზღვრა 66,90 რუბლით, ხოლო ევროსი - 76,67 რუბლით. კიდევ უფრო გაიაფადა „სბერბანკის“, „ვნეშტორგბანკისა“ და „აეროფლოტის“ აქციები. აშშ-ის ახალი სანქციები უკავშირდება ინგლისში ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლას, რაშიც რუსეთს ადანაშაულებენ. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს და აშშ-ს საპასუხო ზომებით ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG