Accessibility links

გაერო მოითხოვს, "დამაჯერებლად" იქნეს გამოძიებული ავიაიერიში, რომელმაც იემენში ათობით ბავშვი შეიწირა


გაეროს უშიშროების საბჭო მოითხოვს იემენში 9 აგვისტოს მოწყობილი ავიაიერიშის „დამაჯერებელ და გამჭვირვალე“ გამოძიებას. საჰაერო თავდასხმამ, რომელიც საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ განახორციელა, სულ ცოტა, 29 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. გაეროში ბრიტანეთის ელჩის, კარენ პირსის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოხატეს „ღრმა შეშფოთება“ ამ და დანარჩენი ბოლოდროინდელი თავდასხმების გამო და მოითხოვეს „დამაჯერებელი და გამჭვირვალე გამოძიების“ ჩატარება. პირსმა, რომელიც აგვისტოში თავმჯდომარეობს უშიშროების საბჭოს, იემენის შესახებ განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ამ ტრაგიკული ინციდენტის შესახებ უშიშროების საბჭოს ინფორმაცია გააცნო გაეროს მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. უფრო ადრე საუდის არაბეთის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ კოალიციას „მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი“, გამოიძიოს ინციდენტები, რომლებსაც უკავშირდება „შეცდომებისა თუ საერთაშორისო სამართლის დარღვევის“ შესახებ ბრალდებები და პასუხი აგებინოს დამნაშავეებს. 9 აგვისტოს ავიაიერიშისას დაიბომბა სკოლის ავტობუსი ჩრდილოეთ იემენში მდებარე საადის პროვინციაში. ჰუთიტი მეამბოხეები - შიიტები, რომლებიც იემენის ნაწილს აკონტროლებენ - აცხადებენ, რომ იერიში განახორციელა საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG