Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ დაკმაყოფილდა „ბავშვთა ახალი კლინიკის“ სარჩელი მაგდა კალანდაძის წინააღმდეგ


ნინო ბოლქვაძე და მაგდა კალანდაძე სასამართლოში. 2018 წლის მაისი
ნინო ბოლქვაძე და მაგდა კალანდაძე სასამართლოში. 2018 წლის მაისი

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ციციშვილის სახელობის „ბავშვთა ახალი კლინიკის“ სარჩელი მაგდა კალანდაძის წინააღმდეგ. „ბავშვთა ახალი კლინიკა“ მაგდა კალანდაძეს ცილისწამებისთვის უჩიოდა და მოითხოვდა საჯაროდ უარეყო გავრცელებული ინფორმაცია.

„სასამართლომ გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი მიიჩნია მოპასუხის მოსაზრებად, რაც დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და შეზღუდვას არ ექვემდებარება. ინფორმაციის ის ნაწილი კი, სადაც მოპასუხე მსჯელობს ბავშვის თითის მოჭრაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ არსებითად მცდარი ფაქტი გაჟღერდა. ასევე სასამართლომ ჩათვალა, რომ კლინიკა არის საჯარო პირი, რადგან მისი საქმიანობა იწვევს საჯარო ინტერესს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო ბოლქვაძემ.

"ბავშვთა ახალი კლინიკა“ მაგდა კალანდაძეს იმ პოსტისთვის უჩიოდა, რომელიც მან ორი წლის წინ, 2016 წელს გამოაქვეყნა. მაგდა კალანდაძე თავის ფეისბუკის პოსტში ჰყვებოდა ციციშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო პერსონალის იმ სავარაუდო გულგრილობის შესახებ, რომლის თაობაზეც მან კლინიკაში ყოფნის დროს მოისმინა, სადაც მისი შვილი მკურნალობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG