Accessibility links

ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბუდაპეშტის გრან პრიზე


ამირან პაპინაშვილი. 2018 წლის მარტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ერთი მედლით გახსნა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი - ბუდაპეშტის გრან პრი. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილმა ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. იმავე წონაში, ლუხუმ ჩხვიმიანიც მივიდა რეპეშაჟის ფინალამდე, მაგრამ, საბოლოოდ, მეხუთე ადგილს დასჯერდა.

დღესვე თორნიკე ნაგლიაშვილიც (66 კგ) გავიდა ტატამზე, მაგრამ გრან პრის მერვედფინალიდან გამოეთიშა.

ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით იჭიდავებენ ფრიდონ გიგანი (73 კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ). ზეგ გავლენ ტატამზე უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე 90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ).

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG