Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში გაიმართა მასშტაბური "გეი პრაიდ ფესტივალი"


ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში შაბათს გაიმართა "გეი პრაიდ ფესტივალი", რომელშიც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ისინი მოითხოვდნენ ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის ადამიანის უფლებების დაცვას, შექმნას ოჯახი და უყვარდეს.

რაიონში, სადაც მსვლელობის ჰქონდა ადგილი, მობილიზებული იყო ასობით პოლიციელი, რათა არ დაეშვა პროვოკატორების მხრიდან შეკრებილებზე თავდასხმა. ფესტივალი, რომლის ლაიტმოტივიც ოჯახის შექმნის უფლებაა, 12 აგვისტოს დასრულდება.

ლგბტ მოძრაობის აქტივისტები აკრიტიკებენ ვითარებას ჩეხეთში, სადაც ბავშვის შვილად აყვანა ერთი და იმავე სქესის პარტნიორებს შეუძლიათ მხოლოდ „ინდივიდუალური წესით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG