Accessibility links

დიდგორობა ულტრანაციონალისტურმა ჯგუფებმა აღმაშენებელზე მარშით აღნიშნეს


დიდგორობათან დაკავშირებით ულტრანაციონილისტურმა ჯგუფებმა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მსვლელობა მოაწყვეს.

"საქართველოს თავის ისტორიულ საზღვრებში გაუმარჯოს," "დიდება გმირებს", "საქართველოს გაუმარჯოს" - სკანდირებენ მსვლელობის მონაწილეები, რომლებმაც აღმაშენებლის გამზირი სპეციალურად შეარჩიეს მსვლელობისთვის, როგორც არაქართველებით ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ადგილი.

მსვლელობა დინამოს სტადიონიდან დაიწყო. მონაწილეებს აქვთ როგორც საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა, ასევე მეწამული დროშა. დაწყებამდე ისმოდა პატრიოტული სიმღერები.

​მსვლელობის მონაწილეები წუხან, რომ ამ კონკრეტულ გამზირზე არაქართული საკვები ობიექტები ჭარბობს აღმოსავლურ საკვებ ობიექტებს და ქუჩაში სეირნობისას მათ ბევრი არაქართველი, მათ შორის "ჩადრიანი და ბურქიანი" ადამიანები, რაც მათი აზრით მიუღებელია. სამომავლოდ მსვლელობის მონაწილეები აპირებენ ასევე საქართველოს ტერიტორიაზე ჩადრით სიარულის აკრძალვის კანონპროექტის ლობირებას. ასეთი საკანონმდებლო ინიციატივა ამ დროისთვის არ არსებობს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG