Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში გრძელდება ანტისამთავრობო გამოსვლები


ათასობით რუმინელი მონაწილეობდა ახალ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში, რომელიც ბუქარესტში კვირას გაიმართა იმ ფონზე, როცა წინა დღით პოლიციასა და დემონსტრანტების ნაწილს შორის მოხდა დაპირისპირება. დემონსტრანტები 12 აგვისტოს შეიკრიბნენ ბუქარესტის ცენტრალურ პარკში. 10 აგვისტოს მომხდარი ძალადობის შედეგად სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 440 კაცს. საავადმყოფოში ახლაც რჩება 65-ი კაცი, 9 მათ შორის პოლიციის თანამშრომელია. საპროტესტო აქცია ძალადობაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრაციის დასაშლელად. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა და ევროპელმა ლიდერებმა დაგმეს პოლიციის მხრიდან გაუმართლებლად მკაცრი მოქმედება. რუმინული პრესის თანახმად, სიტუაციის გამწვავებას ცდილობდნენ პროვოკატორები, რომლებიც დემონსტრანტებს შორისაც იყვნენ და პოლიციის რიგებშიც. ანტიკორუფციული გამოსვლები რუმინეთში ბოლო წლებში რამდენჯერმე გაიმართა. ოპოზიციურ პრესაში ამჟამინდელ სოციალ-დემოკრატიულ მთავრობას „ქურდებად“ და „ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებად“ მოიხსენიებენ.

XS
SM
MD
LG