Accessibility links

ქალაქ ღაზნიში გრძელდება შეტაკებები არმიასა და თალიბებს შორის


მესამე დღეა გრძელდება ინტენსიური საბრძოლო შეტაკებები ტალიბანსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორია პროვინცია ღაზნის ამავე სახელწოდების დედაქალაქში. ღაზნი ორი უდიდესი ქალაქის, ქაბულისა და ყანდაარის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე მდებარეობს. პროვინციის საბჭოს წევრის ნასირ აჰმაედ ფაქირის ინფორმაციით ბრძოლა გაჩაღდა 12 აგვიტოს დილით პოლიციისა და სადაზვერვო სამსახურების შტაბებთან და ასევე სამთავრობო სასახლესთან. პროვინციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამანულა კარმანი აცხადებს, რომ ამ შენობებს აკონტროლებენ უსაფრთხოების ძალები, დანარჩენი სამთავრობო შენობები კი თალიბების ხელშია. ახალი ამბების სააგენტო „ფრანს პრესის“ რეპორტიორი ადგილიდან იუწყება, რომ თალიბი მებრძოლები დახეტიალობენ ქალაქში, ცეცხლს უკიდებენ სამთავრობო შენობებს, აკონტროლებენ პოლიციის საკონტროლო-გამშვებ პოსტებს. ღაზნიზე იერიში არის ბოლო მცდელობა თალიბების მიერ წარმოებული კამპანიისა, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრების დაკავებას. მაისში თალიბებმა ასევე შეუტიეს დასავლეთ ქალაქ ფარას.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG