Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს მამა, რომელსაც შვილები სახლში ჰყავდა ჩაკეტილი

შსს
შსს

სამართალდამცავებმა სვანეთში დააკავეს მამა, რომელსაც რვა შვილი წლების განმავლობაში ჰყავდა ჩაკეტილი სახლში. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. უწყების ინფორმაციით, ამირან დევნოზაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დააკავეს, რაც იძულებას გულისხმობს. ინფორმაცია სახლში გამოკეტილი მოზარდების შესახებ მიმდინარე წლის იანვარში გახდა ცნობილი. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ამირან დევნოზაშვილს რვა შვილი - სამი ბიჭი და ხუთი გოგო ჰყავს. ამირან დევნოზაშვილი ამბობდა, რომ მისი შვილები საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიდნენ და ამიტომ ჰყავდა სახლში ჩაკეტილი. შსს-ს ინფორმაციით, ამირან დევნოზაშვილი ორი კვირის წინ დააკავეს.

XS
SM
MD
LG