Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Human Rights Watch-მა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესახებ ანგარიში წარმოადგინა

2012-2016 წლებში საქართველოში იძულებით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე 193000 ადამიანი გადაიყვანეს, რომელთაგან მხოლოდ 33 %-ს დაუდგინდა დადებითი შედეგი - ასეთი სურათი იკვეთება Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ 13 აგვისტოს წარადგინა.

ორგანიზაცია 67-გვერდიან ანგარიშში შეეხო რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანურ შედეგებს და სახელმწიფოს მისცა რეკომენდაციები, პრობლემური მოხმარების დასაძლევად ჯამრთელობის დაცვაზე ორიენტირებული მიდგომები შეარჩიოს.

„ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა იყენებს ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში, არის სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. ეს ინსტრუმენტი ადამიანებს უშვებს ციხეში და განაცდევინებს ტრავმას. ეს საშუალება ოჯახებს სტრესს აყენებს, რადგან მათი საყვარელი ადამიანები მძიმე პრობლემების წინაშე არიან ნარკოტიკების მოხმარების გამო. მათი ოჯახის წევრი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხვდება და, ამასთანავე, უწევთ დიდი ჯარიმის გადახდა“, განაცხადა რეიჩელ დენბერმა, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ.

2018 წლის ანგარიში ემყარება 85 სიღრმისეულ ინტერვიუს ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულ მოქალაქეებსა და მათ გარემოცვასთან, ადვოკატებთან, სოციალურ მუშაკებთან და სხვა.

XS
SM
MD
LG