Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მეოთხე დღეა გრძელდება ბრძოლა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქისათვის


ავღანეთის ქალაქი ღაზნი 2018 წლის 12 აგვისტოს

ავღანეთში გრძელდება ბრძოლა აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ღაზნისთვის, რომელზეც ოთხი დღის წინ წამოიწყეს იერიში თალიბებმა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ღაზნიში გააგზავნეს დამატებითი ძალები და ცდილობენ ექსტრემისტებისაგან ამ ქალაქის გაწმენდას. ღაზნი ამავესახელწოდებიანი პროვინციის დედაქალაქია და მდებარეობს ქაბულთან აღმოსავლეთ ავღანეთის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე. 10 აგვისტოს დილას იერიშის დაწყებიდან სამ დღეში რთული გახდა ინფორმაციის შემოწმება, ბრძოლების შედეგად ტელეკომუნიკაციის შეწყვეტის გამო. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაღუპულია 100-მდე ჯარისკაცი და პოლიციელი, ბევრია დაჭრილი და მსხვერპლი ასევე მრავალრიცხოვანია ექსტრემისტების მხარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლების მონაცემები, ბრძოლის შედეგად ასევე დაიღუპა 15 და დაიჭრა 400-ზე მეტი სამოქალაქო პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG