Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხამენეი მოითხოვს „უკეთეს მმართველობას“ ირანის ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები შიგნით არსებული „არასწორი მმართველობის“ შედეგი უფროა, ვიდრე ამერიკის პოლიტიკის. „[აშშ-ის] სანქციებზე მეტად არასწორი ეკონომიკური მმართველობა უქმნის სირთულეებს ირანის რიგით მოქალაქეებს“ - ხამენეის ეს განცხადება 13 აგვისტოს გაავრცელა ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ. ირანი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია მას მერე, რაც წელს მაისში აშშ გავიდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან, რამაც გამოიწვია ეროვნული ვალუტის, რიალის კურსის დაცემა. ვალუტის გაუფასურება, მაღალი ინფლაცია, ეკონომიკური პრობლემები და კორუფცია ბოლოხანს ბევრჯერ გააპროტესტეს თეირანსა და სხვა ქალაქებში. აშშ-მა 7 აგვისტოს კვლავ აამოქმედა ირანის საწინააღმდეგო სანქციები, რომლებიც გაუქმდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით - ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. სანქციების მეორე წყება ნოემბრის დასაწყისში ამოქმედდება. ირანის ხელისუფლებამ დაგმო „აშშ-ის უნილატერალიზმი“ და „მტრები“ დაადანაშაულა რიალის კურსის ვარდნაში.

XS
SM
MD
LG