Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბებმა ხელთ იგდეს სამხედრო ბაზა ჩრდილოეთ ავღანეთში


ექსტრემისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა ხელთ იგდო ავღანეთის ეროვნული არმიის სამხედრო ბაზა ჩრდილოეთ ავღანეთის ფარიაბის პროვინციაში. სამხედრო უწყების პრესმივნის ღაფორ აჰმად ჯავეის თანახმად თალიბებმა გორმაჰის რაიონში მდებარე სამხედრო ბაზა 13 აგვისტოს საღამოს დაიკავეს. იერიშის შედეგად სამხედრო ბაზაში, სადაც 100 ავღანელი ჯარისკაცი იმყოფებოდა, თავდამსხმელებმა დახოცეს 17 სამხედრო მოსამსახურე. დაახლოებით 19 დაიჭრა, რამდენიმე ჯარისკაცი კი თალიბებმა დაატყვევეს. ფარიაბის პროვინციიდან ავღანეთის პარლამენტის წევრის ჰაშიმ ოტაქის თანახმად, ტყვედ ჩავარდა 40 ავღანელი ჯარისკაცი. ორგანიზაცია თალიბანის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა კი გაავრცელა ცნობა, რომ იარაღი დაყარა 57 ავღანელმა ჯარისკაცმა, ტყვედ კი ჩაბარდა 17-ი. თავმადმსხმელებმა ხელთ იგდეს ასევე ბაზაზე არსებული სამხედრო ტექნიკა. როგორც ფარიაბის პროვინციის საბჭოს თავმჯდომარემ ტაჰირ რაჰმანიმ უთხრა ადგილობრივ მედიას, თალიბებმა იმიტომ მოახერხეს ბაზის აღება, რომ ავღანელმა სამხედროებმა, რომლებსაც გამოელიათ ტყვია-წამალი, სასმელი წყალი და საკვები, ვერ მიიღეს დახმარება.

XS
SM
MD
LG