Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან მანქანის შეჯახების შემდეგ ლონდონის პოლიციამ დააპატიმრა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი


ლონდონის პოლიციის განცხადებით, დაპატიმრებულია ტერორიზმში ეჭვმიტანილი მამაკაცი მას შემდეგ, რაც მან ბრიტანეთის პარლამენტის უსაფრთხოების ღობეს მანქანა შეაჯახა და რამდენიმე ფეხით მოსიარულის დაშავება გამოიწვია. პოლიცია აცხადებს, რომ მანქანის შეჯახების შემთხვევას ტერორისტულ თავდასხმად განიხილავს და შესაბამისად მას კონტრტერორისტული დანაყოფი იძიებს. პოლიცია ტვიტერით იუწყება, რომ მძღოლი პოლიციამ ადგილზე დააკავა და იარაღი აღმოჩენილი არ არის. სულ მცირე ორი დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული, პოლიცია ამბობს, რომ არც ერთი დაშავებულის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. მოწმეთა განცხადებით, ჩანდა, რომ მძღოლმა მანქანა მაღალი სიჩქარით განზრახ შეაჯახა ღობეს. ლონდონში ამ უსაფრთხოების ღობის სიგრძე გაზარდეს მას შემდეგ, რაც 2017 წლის მარტში მანქანით განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მაშინ ხალიდ მასუდი მანქანით შეიჭრა ვესტმინსტერის ხიდზე თავმოყრილი ადამიანების ჯგუფში და შემდეგ მანქანა ღობეს შეაჯახა.

XS
SM
MD
LG