Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში იძიებენ ცნობებს საპროტესტო აქციაზე პოლიციის სისასტიკის შესახებ


რუმინეთში გამოძიება დაიწყო ცნობების შესახებ, რომ პოლიციამ სისასტიკე გამოიჩინა გასულ კვირაში გამართულ მასობრივ ანტისამთავრობო აქციაზე, სადაც ასობით ადამიანი დაშავდა. აქციები მიმდინარე კვირაშიც გრძელდება. 10 აგვისტოს, გვიან საღამოს 80 000-მდე მოქალაქე გავიდა დემონსტრაციაზე, რომელიც სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ გაიმართა, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი, წიწაკის გაზი და ხელკეტები, რასაც მოჰყვა 450-ზე მეტი ადამიანის დაშავება, დაახლოებით 30 პირი დააკავეს. პოლიციის მოქმედება მწვავე კრიტიკის საგანი გახდა როგორც რუმინეთში, ისე ევროკავშირის მასშტაბით. თავად პოლიცია ირწმუნება, რომ მისი პასუხი პროპორციული იყო და ძალადობა გამოიწვია აქციაზე მისულმა ათობით ხულიგანმა, რომლებმაც პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს და უსაფრთხოების ძალებს წყლის ბოთლები და ქვები დაუშინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG