Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიშობენ, რომ იტალიაში საგზაო ხიდის ჩანგრევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა


ჩრდილოეთ იტალიაში ჩაინგრა საგზაო ხიდის ნაწილი, რაც, ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, სავარაუდოდ "უზარმაზარ ტრაგედიას" გამოიწვევს. იუწყებიან, რომ საპორტო ქალაქ გენუაში მძლავრი შტორმის შედეგად ჩაინგრა მორანდის ხიდის დიდი ნაწილი და ნანგრევებში მანქანები ჩაიყოლა. შიშობენ, რომ დაღუპულია ათობით ადამიანი. არის ვარაუდი, რომ კატასტროფა გამოიწვია ამ 1960-იან წლებში აშენებული ხიდის სტრუქტურულმა გაუმართაობამ.

XS
SM
MD
LG