Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს ოპოზიციური „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერი, სერგეი უდალცოვი


მოსკოვში დააკავეს ოპოზიციური „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერი სერგეი უდალცოვი. მისი ცოლი ტვიტერში წერს, რომ მიზეზად სახელდება 28 ივლისის მიტინგი საპენსიო ასაკის გაზრდის გასაპროტესტებლად. 28 ივლისს რუსეთის ქალაქებში ათიათასობით ადამიანმა გააპროტესტა დაგეგმილი საპენსიო რეფორმა. უმრავლეს შემთხვევაში აქციების ორგანიზატორი იყო რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია, მაგრამ მათში მონაწილეობდნენ „მემარცხენე ფრონტის“, „იაბლოკოს“, „ღია რუსეთის“, ისევე როგორც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებიც. მოსკოვში „მემარცხენე ფრონტი“ იყო თანაორგანიზატორი მიტინგისა, რომელზეც 10 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. კანონპროექტით, რომელიც რუსეთის პარლამენტში განხილვის პროცესშია, საპენსიო ასაკი გაიზრდება მამაკაცებისათვის 65 წლამდე (2028 წლისთვის), ხოლო ქალებისათვის 63 წლამდე (2034 წლისთვის). ამჟამად ეს მაჩვენებლებია 60 და 55 წელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG