Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა დიდი ამერიკელი მომღერალი, არეტა ფრენკლინი

გარდაიცვალა ამერიკელი მომღერალი, „სოულის დედოფლად“ აღიარებული არეტა ფრენკლინი, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო, მაგალითად, ჰიტებით „Respect”, “Think”, “Chain of Fools”. ფრენკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა შინ, დიტროიტში, კიბოთი დაავადების შედეგად. მომღერალი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში „გრემის“ 18 პრემია ერგო, მეგობრობდა ამერიკელ უფლებადამცველ მარტინ ლუთერ კინგთან. მას ნამღერი აქვს პრეზიდენტების ბილ კლინტონის, ჯიმი კარტერის, ბარაკ ობამას ინაუგურაციის ცერემონიებზე. კლინტონის პრეზიდენტობისას ფრენკლინს მიენიჭა „ხელოვნების ეროვნული მედალი“, ხოლო პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მმართველობისას - აშშ-ში სამოქალაქო პირისათვის განკუთვნილი უმაღლესი ჯილდო, „თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი“.

XS
SM
MD
LG