Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი იანტბელიძე: „ჩვენ რუსეთს კი არა, მეგობარ მწვრთნელს ვეცით პატივი“


გიორგი იანტბელიძე (ცენტრში)
გიორგი იანტბელიძე (ცენტრში)

ქართველი მოჭიდავეების სკანდალური ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სამი თვის წინაა გადაღებული, დაღესტნის ქალაქ კასპიისკში გამართული ევროპის ჩემპიონატისას.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის - გიორგი იანტბელიძის განცხადებით, მას და ქართული დელეგაციის რამდენიმე წევრს რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ძამბოლატ თედეევის პორტრეტით დამშვენებული მაისურები საჩუქრად იქაურმა მეგობრებმა გადასცეს და ერთად ფოტოს გადაღება სთხოვეს.

„თედეევი საქართველოშია დაბადებული. მასთან ვმეგობობთ, სპორტული კუთხით არაერთხელ დაგვხმარებია და რა თქმა უნდა, დავთანხმდით მისი გამოსახულებიანი სასაჩუქრე მაისურებით ფოტოს გადაღებას. სულ ეს იყო. რუსეთის დროშის ფერებისთვის ყურადღებაც არ მიგვიქცევია. ამ ჟესტით არა რუსეთს, არამედ მხოლოდ ჩვენს მეგობარს - ძამბოლატ თედეევს ვეცით პატივი“ - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ძამბოლატ თედეევი ამავდროულად დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატი და ფრაქცია „რუსეთის პატრიოტების“ წევრია.

XS
SM
MD
LG