Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენო პეტრიაშვილი: „მერწმუნეთ, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის“


საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, მსოფლიოს ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება რუსეთში გადაღებულ სკანდალურ ფოტოსთან დაკავშირებით.

„მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში, სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიანი მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით რადგან ჩვენი დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ. მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო. ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი.მერწმუნეთ არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის... მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე როგორც ყველა ქართველს” - დაწერა გენო პეტრიაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე.

XS
SM
MD
LG