Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის „ტორპედო“ "ევროპა ლიგის" პლეი-ოფში გავიდა


ქუთაისის „ტორპედო“ - ალბანეთის „კუკეში“
ქუთაისის „ტორპედო“ - ალბანეთის „კუკეში“

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ უეფას "ევროპა ლიგის" ჯგუფურ ტურნირს ერთადერთი ეტაპის აშორებს. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, ალბანეთის „კუკესთან“ სტუმრად 0:2 წააგო, მაგრამ ორი თამაშის ჯამში მაინც გამარჯვებული გამოვიდა, რადგან ერთი კვირის წინ მეტოქეს თბილისში 5:2 აჯობა.

ევროპა ლიგის პლეი ოფში „ტორპედო“ ბულგარეთის ჩემპიონს - „ლუდოგორეცს“ შეხვდება, რომელმაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ბოსნიის „ზრინსკი“ გამოთიშა.

პირველი თამაში 23 აგვისტოს თბილისში გაიმართება, საპასუხო კი 30 აგვისტოს, რაზგრადში.

XS
SM
MD
LG