არასრულწლოვანით ვაჭრობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, დედა-შვილი დააკავა. მათ ახალშობილი სამშობიაროდან გამოწერის დღეს 1000 ლარის სანაცვლოდ გაყიდეს. სამართალდამცავებმა ორივე მათგანი მყიდველის მიერ თანხის გადაცემის დროს დააკავეს.
სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1989 წელს დაბადებული ლ.შ. მშობიარობის შემდეგ ახალშობილი შვილის გაყიდვას აპირებდა. იგი დედასთან, 1960 წელს დაბადებულ ლ.შ-სთან ერთად, ბავშვის შეძენის მსურველს ეძებდა და თანხასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა.
დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.