Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი, კოფი ანანი


შვეიცარიის ქალაქ ბერნის საავადმყოფოში 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი, კოფი ანანი. "ანანების ოჯახი და კოფი ანანის ფონდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ კოფი ანანი ... მშვიდად გარდაიცვალა ... ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ" - იუწყება ფონდი განცხადებაში. ანანმა, რომელიც განიდან იყო წარმოჩობით, მთელი თავისი კარიერა გაეროს მიუძღვნა. 1997 წელს ის ორგანიზაციის პირველი შავკანიანი გენერალური მდივანი გახდა და ამ პოსტზე ორი ვადით იმსახურა, 2006 წლამდე. 2001 წელს ანანს და გაეროს ერთობლივად მიენიჭათ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია, "უკეთ ორგანიზებული და უფრო მშვიდობიანი მსოფლიოს მისაღწევად გაწეული სამუშაოსთვის".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG