Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში ძლიერი სეტყვა მოვიდა


კახეთში 18 აგვისტოს ძლიერი სეტყვა მოვიდა. სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის სიტყვებს, რომ სეტყვამ ყველაზე მეტად დააზარალა თელავი და მისი მიმდებარე სოფლები და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები მატანი და ქისტაური. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, წყლის დონემ უკვე დაიწყო კლება და მიმდინარეობს გზების გაწმენდის და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. სეტყვის გამო სამსახურში თელავიდან და ახმეტიდან შევიდა 51 შეტყობინება. დაშავებულები არ არიან.



დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG