Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახმეტის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მოსახლეობამ გზა გადაკეტა


19 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების ახაშენისა და ქისტაურის მოსახლეობამ რამდენიმე წუთით საავტომობილო გზა გადაკეტა. ისინი სეტყვისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, მათ მოსავალი გაუნადგურდათ. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. მოსახლეობა ხელისუფლებას სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების გამოუყენებლობაში ადანაშაულებს.

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ 18 აგვისტოს ახმეტისა და თელავის სოფლები დააზარალა, გაანადგურა ვენახები, ბაღები, წააქცია ხეები და დატბორა სახლები.

XS
SM
MD
LG