Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექაში დაიწყო ჰაჯის დღესასწაულის აღნიშვნა


საუდის არაბეთში, მექაში დაიწყო ჰაჯის დღესასწაულის აღნიშვნა, რომელზეც საერთო ანგარიშით 2 მილიონ მუსლიმს ელიან. ჰაჯის მომლოცველობაში მონაწილეობმა ყველმა მუსლიმმა სულ მცირე ერთხელ მაინც უნდა მიიღოს, თუკი ამის საშუალება აქვს. ბოლო კვირებში მექაში მთელი მსოფლიოდან ჩადიან მორწმუნეები. მუსლიმებს სწამთ, რომ ჰაჯი იმეორებს წინასწარმეტყველ მუჰამედის ნაბიჯებს, ისევე, როგორც წინასწარმეტყველების, იბრაჰიმისა და ისმაილის ნაბიჯებს. მექაში ლოცვის შემდეგ მორწმუნეები 20 აგვისტოს გადაინაცვლებენ არაფატის მთაზე, სადაც წინასწარმეტყველმა მუჰამედმა თავისი საბოლოო ქადაგება წარმოთქვა. ბოლო რიტუალი, რომელშიც მომლოცველები მონაწილეობას მიიღებენ, ითვალისწინებს ეშმაკის სიმბოლურად ჩაქოლვას ქვებით და ცოდვებისგან განწმენდვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG