Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა გააძლიერებს სარაკეტო შესაძლებლობებს


ირანის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა გააგრძელებს მცდელობას სარაკეტო შესაძლებლობების გასაძლიერებლად და მომავალ კვირაში წარადგენს ახალ საბრძოლო თვითმფრინავს - იმ ფონზე, როცა აშშ ცდილობს შეზღუდოს თეირანის იარაღის პროგრამები და რეგიონული გავლენა. "ჩვენი მთავარი პრიორიტეტია სარაკეტო პროგრამის განვითარება" - გენერალ ამირ ჰათამის ამ სიტყვებს სააგენტო "ფარსი" ავრცელებს. ჰათამი დასძენს: "ჩვენ ამ სფეროში მომგებიან პოზიციებზე ვართ, მაგრამ ეს უნდა განვავითაროთ". ჰათამის თქმით, ახალი საბრძოლო თვითმფრინავი საზოგადოებას წარედგინება 22 აგვისტოს, ეროვნული თავდაცვის ინდუსტრიის დღეს და "ხალხი ნახავს მის ფრენას". ირანის საჰაერო ძალებს უჭირდათ შესაძლებლობების გაზრდა საერთაშორისო სანქციების და ემბარგოების გამო. ირანი იძულებული იყო გამოეყენებინა აშშ-ის მოძველებული თვითმფრინავები, რომლებიც მან 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე მიიღო. ირანის აღჭურვილობაში რამდენიმე რუსეთის თვითმფრინავიც შედის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG