Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან დავითაშვილი: სტიქიისგან დაზარალებულებს კომპენსაციით ვერ დავეხმარებით


ლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ გუშინ კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო კომპენსაციით ვერ დაეხმარება, თუმცა უშუამდგომლებს ღვინის ქარხნებთან, რათა დროულად მოხდეს დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. მოსახლეობა კი ზარალის ანაზღაურებას და საბანკო კრედიტების გადავადებას ითხოვს.

„სახელმწიფო ახდენს თანადაფინანსებას და ეხმარება მევენახეებს, რომ მათ მოსავალი დააზღვიონ. ეს არის ჩვენი პასუხი და არა ის, რომ ჩვენ ერთჯერადი დახმარებები დავარიგოთ კონკრეტული პრობლემის დროს. ეს რესურსი ქვეყანას ნამდვილად არ გააჩნია“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად მაღალი პროცენტული მაჩვენებლით 70 ჰექტრამდე ვენახია დაზიანებული. ახმეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის განმარტებით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს ღვინის ქარხნებთან ყურძნის ჩაბარებაზე.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით შესაძლოა დაზიანებული მოსავალი, მისი დაზიანების ხარისხის მიხედვით სხვადასხვა პირობებში ჩაიბარონ ქარხნებმა.

18 აგვისტოს ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ახმეტისა და თელავის სოფლები დააზარალა. წყალმა დატბორა საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნათესები. წაქცეულია ხეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG