Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზარიფი: აშშ-ის სამოქმედო ჯგუფი ვერ შეძლებს ირანის რეჟიმის დამხობას


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ახლახან დაარსებული "ირანის სამოქმედი ჯგუფის" მიზანია ირანში კლერიკალური ისტებლიშმენტის დამხობა, მაგრამ ის ამას ვერ შეძლებს. ზარიფმა ეს განცხადება ტვიტერით გააკეთა 19 აგვისტოს, 65-ე წლისთავზე აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალებისა, რომელსაც მოჰყვა ირანის დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრის, მოჰამად მოსადეჰის დამხობა. 1953 წლის გადატრიალებით ხელისუფლებაში მოვიდა შაჰ მოჰამად რეზა ფეჰლევი, რომელიც შემდგომში, 1979 წელს ისლამური რევოლუციით დაამხეს. "65 წლის წინ აშშ-მა დაამხო ხალხის მიერ არჩეული, მოსადეჰის დემოკრატიული მთავრობა, აღადგინა დიქტატურა და მას ირანელები შემდგომი 25 წლის განმავლობაში დაუქვემდებარა. ახლა 'სამოქმედო ჯგუფი' ოცნებობს იგივეს გაკეთებაზე, ზეწოლის, დეზინფორმაციის და დემაგოგიის გზით. ეს აღარასოდეს მოხდება" - წერს ზარიფი. სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 16 აგვისტოს გამოაცხადა ირანის სამოქმედო ჯგუფის შექმნა, რომელმაც აშშ-ის პოლიტიკას უნდა უხელმძღვანელოს ვაშინგტონში და საზღვრებს გარეთ. პომპეომ ირანს ბრალი დასდო ძალადობის ტალღის ამოქმედებაში და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქცევაში "აშშ-ის, ჩვენი მოკავშირეების, ჩვენი პარტნიორების და საკუთრივ ირანელი ხალხის წინააღმდეგ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG