Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

#MeToo-ს ლიდერი, რომელსაც ბრალი დასდეს სექსუალურ შევიწროებაში, მბრალმდებელს გაურიგდა


იტალიელი მსახიობი, რეჟისორი და #metoo კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი აზია არჯენტო, სექსუალურ შევიწროებაში მბრალდებელს გაურიგდა. აზია არჯენტო ერთ-ერთი პირველი ქალია, რომელმაც ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. როგორც „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, ვაინშტაინის მხილებიდან რამდენიმე თვეში, აზია არჯენტო თავად გახდა სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებული. იტალიელი მსახიობი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა ახალგაზრდა მსახიობმა და როკ მუსიკოსმა ჯიმი ბენეტმა. ჯიმი ბენეტის მტკიცებით, მათ სექსუალური კავშირი მაშინ ჰქონდათ, როდესაც ის არასრულწლოვანი, 17 წლის, ხოლო აზია 37 წლის იყო. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, არჯენტომ ბენეტს 380,000 ამერიკული დოლარი გადაუხადა.

2017 წლის ოქტომბერში, 20-ზე მეტმა მსახიობმა ქალმა, მათ შორის ანჯელინა ჯოლიმ და გვინეტ პელტროუმ ჰარვი ვაინშტაინი დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში. კამპანია MeToo (მეც), რომელიც მსახიობმა ალისა მილანომ ტვიტერზე დაიწყო, რამდენიმე საათში ათიათასობით ქალი შეუერთდა.

XS
SM
MD
LG