Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა საბერძნეთის დახმარების პროგრამა დაასრულა

დღეს, 20 აგვისტოს საბერძნეთმა წარმატებით დაასრულა ევროზონის მაკროფინანსური დახმარების სამწლიანი პროგრამა - აღნიშნავს ორგანიზაცია „ევროპული სტაბილიზაციის მექანიზმი“ (ESM). ფონდის ცნობაში ნათქვამია, რომ უპრეცედენტო ფინანსური მხარდაჭერის საშუალებით, რომელიც საბერძნეთმა განსაკუთრებულად მომგებიანი პირობებით მიიღო, ქვეყანამ შეძლო თავისი ეკონომიკის მოდერნიზება და ინვესტორების ნდობის დაბრუნება. საბერძნეთის მიერ განხორციელებული რეფორმების წარმატებულობა Deutsche Welle -ს დაუდასტურა ევროჯგუფის ხელმძღვანელმა მარიო ჩენტერომ. მისი განმარტებით, პროგრამამ საფუძველი ჩაუყარა საბერძნეთის შემდგომ სტაბილურ განვითარებას: იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, ბიუჯეტი, ვაჭრობა და მცირდება უმუშევრობა. დახმარების პრგრამის წარმატებით დასრულება მან შეაფასა „პოზიტიურ სიგნალად“, როგორც საბერძნეთისთვის, ისე მთელი ევროკავშირისთვის.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ საბერძნეთს 2010 წლის შემდეგ თავისუფლად შეუძლია სახსრების მოძიება ფინანსურ ბაზრებზე. ბოლო 8 წლის განმავლობაში მწვავე საბიუჯეტო კრიზისის განმუხტვის მიზნით, ESM-დან და ფინანსური სტაბილურობის ევროპული ფონდიდან საბერძნეთმა 200 მილიარდ ევროზე მეტი მიიღო. პროგრამის რეალიზაციის პირობებში საბერძნეთის ხელისუფლება იძულებული იყო გაეტარებინა ხისტი ეკონომიკის ღონიესძიებები - მათ შორის შეამცირა საპენსიო უზრუნველყოფა და სოციალური დახმარებები.

კრიზისის დასაძლევად ბოლო სამი წლის განმავლობაში საბერძნეთმა დამატებით 62 მილიონი ევროს დახმარება მიიღო. მთლიანობაში 2010-2018 წლებში სესხის სახით საბერძნეთს 260 მილიარდი ევრო გადასცეს.

XS
SM
MD
LG