ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, 20 აგვისტოს ქვეყნის ძალებმა გამოიხსნეს 149 ადამიანი, რომლებიც თალიბანმა რამდენიმე საათით ადრე დაატყვევა ჩრდილოეთის პროვინცია ყუნდუზში. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნასრატ რაჰიმიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ტყვეობაში რჩება კიდევ 21 პირი. თალიბანმა ტყვეები აიყვანა სამგზავრო ავტობუსიდან, რომლითაც ქაბულში მიემგზავრებოდნენ აიდ ალ-ადჰას დღესასწაულის აღსანიშნავად. რაჰიმის თქმით, ამ რეგიონში ბრძოლა შეწყვეტილია და ავღანეთის მთავრობამ ადგილობრივ უხუცესებს სთხოვა შუამავლობა დარჩენილი ტყვეების გასათავისუფლებელ მოლაპარაკებებში.