Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა უარყო ქაბულის წინადადება ცეცხლის შეწყვეტაზე


ავღანეთიდან გავრცელებული ცნობებით, თალიბანმა უარყო ავღანეთის მთავრობის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და ექსტრემისტთა ლიდერები აცხადებენ, რომ შეტევები გაგრძელდება. მანამდე თალიბანმა ქვეყნის ჩრდილოეთში სამგზავრო ავტობუსებიდან 200-მდე მძევალი აიყვანა, რომელთა ნაწილის გათავისუფლება მოხერხდა მოგვიანებით. თალიბანის წარმომადგენელი ამბობს, რომ მათმა ლიდერმა, მოლა ჰაიბატულა ახუნზადამ 20 აგვისტოს უარყო პრეზიდენტ აშრაფ ღანის მიერ წინა დღით გაკეთებული შეთავაზება ცეცხლის შეწყვეტაზე აიდ ელ-ადჰას დღესასწაულთან დაკავშირებით. ეს ზომა 20 აგვისტოს უნდა ამოქმედებულიყო სამი თვით, თუკი თალიბანი დათანხმდებოდა მასში მონაწილეობას. მაგრამ თალიბანის პრესმივნის თქმით, ახუნზადამ ეს წინადადება უარყო, რადგან ის წაადგებოდა ავღანეთში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ მისიას.

XS
SM
MD
LG