Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლტონი და ნეთანიაჰუ გამოდიან ირანზე ზეწოლის გაძლიერების მოწოდებით


იერუსალიმში გამართულ შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯონ ბოტონმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ევროპის ქვეყნებს მოუწოდეს გააძლიერონ ზეწოლა ირანზე. ბოლტონის განცხადებით, აშშ "უდიდეს მნიშვნელობას" ანიჭებს იმას, რომ ირანმა ვერ მოიპოვოს ატომური იარაღი და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სწორედ ამიტომ გამოეთიშა "მანკიერ" ხელშეკრულებას თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის. "სწორედ ამიტომ ვიმუშავეთ ევროპაში ჩვენს მეგობრებთან, რათა ისინი დავარწმუნოთ, რომ ირანის ატომური იარაღის და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ უფრო მძლავრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას" - დასძინა მან. ნეთანიაჰუს თქმით, "ყველა ქვეყანამ, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა და უსაფრთხოება, ამერიკას უნდა მისდიოს და ირანზე ზეწოლა გააძლიეროს". ევროპის ქვეყნები ცდილობენ გადაარჩინონ ბირთვული შეთანხმება და აცხადებენ, რომ გააგრძელებენ ირანისთვის ეკონომიკური სარგებლის მოტანას, როგორც ამას ხელშეკრულება ითვალისწინებს, ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG