22 აგვისტოს არჩილ ტატუნაშვილის საქმე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გაეგზავნება. ინფორმაციას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი თამარ ავალიანი: „წარმატებები ამ საქმეს. ჩემთვის როგორც იურისტისთვის, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამ საქმეზე მუშაობა“. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ერაყში სამშვიდობო მისიის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დააკავეს დაბა ახალგორში. 23 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა, მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი, კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით. დე ფაქტო ხელისუფლების ეს ვერსია დაადასტურა რუსეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამ. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 20 მარტს გადასცეს. ქართველი ექსპერტების ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები.
22 აგვისტოს არჩილ ტატუნაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გაეგზავნება
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი