Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნოვიჩოკით“ მოწამლული ჩარლი როული კვლავ ჰოსპიტალში გადაიყვანეს


ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლული ბრიტანელი ჩარლი როული, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ გაეწერა საავადმყოფოდან, კვლავ ჰოსპიტალში მოათავსეს. ამჯერად მას მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. ამის თაობაზე “The Guardian”- ს მისმა ძმამ, მეთიუ როულიმ განუცხადა.

მეთიუ როულის თანახმად, ჩარლი როული საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, პრაქტიკულად დაბრმავებულია და უჭირს თავისი აზრების გამოხატვა. უკავშირდება თუ არა ჩარლი როულის ამჟამინდელი მდგომარეობა „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ფაქტს, უცნობია. “The Guardian”-ს საავადმყოფოს პერსონალმა პაციენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა.

ჩარლი როული და მისი პარტნიორი დონ სტურჯესი 30 ივნისს ეიმსბერიში, სოლსბერიდან რამდენიმე კილომეტრში იპოვეს უგონო მდგომარეობაში. დონ სტურჯესი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი მოიწამლნენ ნივთიერებით, რომელიც სკრიპალების მომწამვლელი ნივთიერების ანალოგიურია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG