Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სმითების ოჯახის წევრებმა გამოძიების მსვლელობის შესახებ ინფორმაცია პროკურატურიდან მიიღეს


ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმითის მშობლებმა და ძმამ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში რაიან, ლორა და ქელებ სმითების მკვლელობის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მათ
მოისმინეს ასევე პასუხები საქმის გამოძიებასთან დაკავშირებულ ისეთ შეკითხვებზე, როგორებიცაა ბრალდებულის გარდა საქმეზე იკვეთება თუ არა კიდევ სხვა დამნაშავე პირი და როდის დასრულდება საექსპერტო კვლევები.
პროკურატურის თანახმად, გარდაცვლილი რაიან სმითის უფლებამონაცვლედ სასამართლო პროცესზე ცნობილი იქნა მისი ძმა ჩედ სმითი, ხოლო ქელებ სმითის უფლებამონაცვლედ მისი ბაბუა ბაირონ სმითი.
სმითების ოჯახის მკვლელობისთვის 19 წლის მალხაზ კობაურია დაკავებული. მას დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
ამერიკელმა რაიან და ლორა სმითებმა, რომლებიც საქართველოში 6
წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ, საქართველოში ორმაგი მოქალაქის
სტატუსი 2012 წელს მიიღეს. ისინი ცხოვრობდნენ მარნეულის
მუნიციპალიტეტში, სადაც ხელით ნაქსოვი ხალიჩების ბიზნესი
ჰქონდათ და სოციალურ პროექტებს ახორციელებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG