Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლეგ სენცოვის მომხრეებმა აღნიშნეს მისი შიმშილობის მეასე დღე


პატიმრობაში მყოფი უკრაინელი კინორეჟისორის, ოლეგ სენცოვის მომხრეებმა მისი საპროტესტო შიმშილობის მეასე დღე აღნიშნეს და რუსეთს კიდევ ერთხელ მიმართეს მოწოდებით მისი გათავისუფლების თაობაზე. რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსირების ხმამაღალ კრიტიკოსს, სენცოვს 20 წლით მიუსაჯეს პატიმრობა, მას შემდეგ, რაც რუსეთის სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო ტერორიზმთან დაკავშირებულ ბრალდებებში. 42 წლის რეჟისორი რუსეთის ჩრდილოეთში მდებარე კოლონიაშია მოთავსებული და მაისის შემდეგ შიმშილობს იმ 64 უკრაინელის გათავისუფლების მოთხოვნით, რომლებსაც ის პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. რუსეთის ხელისუფლება უარს ამბობს სენცოვის გათავისუფლებაზე, მიუხედავად ცნობებისა, რომ მისი ჯანმრთელობა უკიდურესადაა გაუარესებული და მიუხედავად ზეწოლისა დასავლეთის მთავრობების თუ უფლებადამცველების მხრიდან - რომლებიც იზიარებენ სენცოვის განცხადებას, რომ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული. 21 აგვისტოს კიევში, რუსეთის საელჩოს წინ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აქციაში ლოზუნგებით "გაათავისუფლეთ სენცოვი" და "შეაჩერეთ პუტინი". აქციები გაიმართა ლონდონში და რუსეთის თათრეთის რეგიონის დედაქალაქ ყაზანშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG