Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმში 9 ადამიანი დაშავდა

ბათუმში 9 ადამიანი დაშავდა მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებულ სატვირთო ავტომობილზე შეჯახების შედეგად. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობაა მძიმე - მას ტრამვა თავის არეში აღენიშნება, დანარჩენ 8 ადამიანს დაჟეჟილობა და მოტეხილობები აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებით.

XS
SM
MD
LG