Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინაში რუსეთის საელჩოში აღმოჩენილი კოკაინი დაწვეს


არგენტინაში დაწვეს კოკაინი, რომელიც რუსეთის საელჩოს კუთვნილ ერთ-ერთ შენობაში, ბუენოს-აირესში აღმოაჩინეს, იუწყება „TACC”.ნარკოტიკები კრემატორიუმში გააადგურეს. პროცედურას თვალს ადევნებდნენ არგენტინის უშიშროების მინისტრი პატრისია ბულრიჩი და რუსეთის ელჩი არგენტინაში დმიტრი ფეოკტისტოვი. ბულრიჩმა „კოკაინის საქმე“ დაასახელა რთულ ოპერაციად, ურთიერთკავშირის მაღალი დონით.“

არგენტინის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, რომ რუსეთის საელჩოსთან არსებულ სკოლაში აღმოაჩინეს 400 კილოგრამამდე კოკაინით სავსე 12 ჩემოდანი. იგი დიპლომატიურ ტვირთად იყო დარეგისტრირებული. ნარკოტრაფიკთან დაკავშირებული პირების დადგენის მიზნით, კოკაინი ფქვილით შეცვალეს და მოსკოვში გააგზავნეს.

როგორც საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, ტვირთის გადასატანად გამოიყენეს სპეციალური თვითმფრინავი „Poccuя“, რომლითაც რუსეთის უშიშროების საბჭის მდივანი ნიკოლაი პატრუშევი დაფრინავს. უწყებაში ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს, თუცა არგენტინის პოლიციამ ინფორმაციის მტკიცებულებად თვითმფრინავის სურათები წარადგინა.

ეგრეთ წოდებული „კოკაინის საქმეზე“ 6 ადამიანი დააკავეს. ჯგუფის სავარაუდო ორგანიზატორი, ანდრეი კოვალჩიუკი გერმანიაში დააპატიმრეს, ივლისის ბოლოს კი რუსეთს გადასცეს.

XS
SM
MD
LG