გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ 22 აგვისტოს ბერლინში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე დააკავა. მას დანაშაულის ასაფეთქებელი ნვთიერების გამოყენებით მომზადების მცდელობას ედავებიან. კერძოდ, გამოძიების თანახმად, 31 წლის მაგომედ ალი ს-ს, რომლის გვარსაც არ ასახელებენ, მარსელში 2017 წლის გაზაფხულზე დაკავებულ დაჯგუფებასთან ჰქონდა კავშირი. აღნიშნულ საქმეზე მაშინ საფრანგეთის პოლიციამ ორი პირი დააკავა. ისინი, სამართალდამცავთა თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ერთ-ერთი საარჩევნო უბნის აფეთქებას აპირებდნენ.