Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშბაზე ალპინისტებმა ორი ადამიანის ჩონჩხი იპოვეს


მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსის, დავით რატიანის თანახმად, ისინი სავარაუდოდ წლების წინ დაკარგული ტურისტები არიან. ორი ადამიანის ჩონჩხი უცხოელმა ალპინისპებმა იპოვეს. ნეშტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადმოასვენებს, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გათვალისიწინებით, როდის განხორციელდება ვერტმფრენის ფრენა, ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ჩონჩხის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG